LANDWIND X7

2015-05-10 3512

 

გუანჩჟოუს ავტოსალონზე შედგა რენჯროვერ Evoque-ის კლონის სახელად "Landwind X7" -ის ძალზედ წინააღმდეგობრივი ჩვენება, რომელიც წარმოადგინა ჩინურმა საავტომობილო გიგანტმა "Changan"-მა "Jiangling Motors"-თან ერთად.

Landwind X7 წარმოადგენს  Evoque-ის  თითქმის ზუსტ ასლს. ჩინელებმა დააკოპირეს თითქმის ყველაფერი: ძარა, შესრულებული ბრტყელი სახურავით, სწორი გეომეტრიის ბორბლების თაღები, გამშვები სისტემის დეკორატიული დეტალები, საბურავის დისკები. აგრეთვე საფირმო წინა ნაწილი და წარწერებიც მთელს ავტომობილზე იგივე შრიფტით არის შესრულებული 

თავისი ტექნიკური მონაცემებით Landwind X7 ცოტათი ჯობნის კიდეც Evoque-ს. ჩინურ ყველგანმავალს 2 ლიტრიანი ტურბირებული 190 ც.ძ.- იანი ძრავია ქვს  , Range Rover-ის 150 ც.ძ ძრავის წინააღმდეგ, მაგრამ ხარისხი და დინამიკა არ შეიძლება ჰქონდეს ბრიტანელზე მაღალი, რადგანაც ფასი ჩინური ავტომობილისა სამჯერ დაბალია.

სალონში განსხვავება გაცილებით მეტია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებმა დაიცვეს იგივე სტილი, რაც ბრიტანელებმა. Landwind X7-სდა Range Rover Evoque-ს მსგავსი დეტალებიც გააჩნიათ, ისეთი როგორცაა დახრილი ცენტრალური კონსოლი დიდი ფერადი დისპლეით, საჭე ავტომობილის სისტემების მართვით, აგრეთვე კლიმატური სისტემის დეფლექტორის გვერდით განთავსებული ძრავის ჩართვა/გამორთვის ღილაკი.  

Landwind X7-ის გაყიდვები ჩინეთის ავტობაზარზე დაიწყო 2015წლის მარტის თვიდან.

ფოტოგალერეა

 

 

 

კომენტარები