EADO EV 460 ელექტრომობილი

2015-03-21 3900

 eado_ev460 ელექტროავტომობილი

კიდევ ერთი ჩინური ელექტრო ავტომობილის  - Changan Eado EV -ის  დებიუტი  შედგა პეკინის ავტოსალონზე.  ეს არის 100% ელექტრო მანქანა, რომელიც აგებულია  სედანი Changan Eado საფუძველზე და  თავისი მონაცემებით უთანაბრდება იაპონურ და ევროპულ ანალოგებს და ზოგიერთი მონაცემებით აჭარბებს კიდეც
Changan Eado EV ძრავს აქვს 136 ც/ძ, მაბრუნებელი მომენტი   280 ნმ  და აღჭურვილია  Lithium-Ion ბატარეებით,   ტევადობა 52.56 კვტ. აკუმულატორები სრულად იტენება რვა საათის განმავლობაში,ხოლო 80% დატენვა შესაძლებელია 30 წუთში.

ავტომობილის წონა აღკაზმულ მდგომარეობაში  არის 1610 კგ.

მაქსიმალურისიჩქარე -  150 კმ / სთ.

გარბენის მანძილი  460  კმ. 

ამ ეტაპზე წარმოდგენილია ავტომობილის  2 მოდიფიკაცია, საბაზო Elite და  Premium კლასის, საბაზო კომპლექტაციაში შედის ენერგიის რეკუპერაციის სისტემა, უგასაღებო კარების გაღება და დაქოქვა, ორი უსაფრთხოების ბალიში, უკანა ხედვის ელექტრო სარკეები, ,,,,,,,,,,,,,

პრემიუმ შესრულებას ემატება გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები, ტყავის სალონი, სტაბილიზაციის ESC და მოცურების საწინააღმდეგო სისტემებიTCS, უკანა ხედვის კამერა, სარკეების გათბობა, ელექტრო ლუქი ,,,,,,,,,, 


 

 

 

 

eado ev460-ის სურათის შედეგი

კომენტარები