კომპანია changan-ის ახალი მინივენი სახელად A 800, რომელიც გამოჩნდება ჩინეთის ბაზარზე უკვე 2019 წლიდან გამოირჩევა საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობით, რაც იტალიელი დიზაინერების დამსახურებაა.
ავტომობილის განხილვა შეგვიძლია დავიწყოთ მისი უკანა ნაწილიდან, გამომდინარე მისი ძარის სპეციფიკურობიდან: საკმაოდ დიდი უკანა კარი, რომელიც აადვილებს სხვადასხვაგვარი ნივთების მოხერხებულ მოთავსებას ავტომობილში, აგრეთვე სალონის ტრანსფორმაცის სიმარტივე, 7 ადგილიანი სამგზავროდან საკმაოდ გაბარიტული ტვირთების გადასაზიდ ტრანსპორტამდე ( ორივე რიგის სკამების დაკეცვით მიიღება 3000 ლიტრი მოცულობის სატვირთო განყოფილება). გვერდიდან A 800 გამოიყურება, როგორც ტიპიური მინივენი. წინა ნაწილი კი სპორტულ კლასიკური სტილია, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ კლასის ავტომობილს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შიდა აღჭურვილობა, რომელიც ტოლს არ უდებს კლასით მასზე ზემოთ მყოფ ავტომობილებს: ფუნქციონალური საჭე, სრულიად ელექტრონული ხელსაწყოთა დაფა, 7 დუიმიანი სენსორული მულტიმედიური სისტემა უკანა ხედვის კამერით (დამატებითი ოპცია), ორიგინალური ცენტრალური კონსოლი, ტყავით გაწყობილი სალონი (დამატებითი ოპცია), ალუმინის დისკები , ელ. ლუქი, უსაფრთხოების სისტემიდან ISOFIX სამაგრები, ABS და EBD (სტანდარტულად), დამატებით Brake Assist, TCS, ESP.
მისი ტექნიკური მახასიათებლებია: სიგრძე/სიგანე/ სიმაღლე-4465/1725/1685, ქლირენსი - 180 სმ, ძრავი 1,5 ლ 114 ც.ძ. აღჭურვილია როგორც მექანიკური ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფით, აჩქარება 0-100 კმ/სთ - 14 წ. მაქსიმალური სიჩქარე 170კმ/სთ, საწვავის ხარჯი კომბინირებულ რეჟიმში 6,8 ლ 100 კმ-ზე. საწვავის ავზის მოცულობა - 48 ლ.