Changan BENBEN ეს არის გამორჩეული სტილის ავტომობილი 2015 წელს წარუდგინეს ევროპელ ავტომოყვარულებს, რომელიც პოზიციონირებს A კლასის სეგმენტში, ხოლო მისი გაყიდვები ჩინეთში მიმდინარეობს 2014 წლის ბოლოდან.
მისი გაბარიტული ზომებია
სიგრძე – 3 730 მმ;
სიგანე – 1 650 მმ;
სიმაღლე – 1 530 მმ;
თვლების ბაზა – 2 410 მმ. საბურავები 175/60 R15.
ერთი შეხედვით თვალში მოგხვდებათ ჰარმონიული შტრიხები, რომელიც გასდევს ავტომობილს მთელი გვერდის გასწვრივ და ხაზს უსვავს მის სპორტულუბას, აგრეთვე ბენბენის სპორტულობაზე აკეთებს აქცენტს, როგორც ორიგინალური წინა ბამპერი შიგ ჩასმული გიგანტური ჰაერმიმღებით, აგრეთვე R15 დიამეტრის ალუმინის დისკებიც, აღნიშვნის ღირსია ბენბენის კლასის ავტომობილისათვის კარებების უჩვეულოდ მაღალი არკები, რაც აადვილებს მანქანაში ჩაჯდომა/გადმოსვლას. აგრეთვე საბარგულის კარი დიდი შუშით რაც აუმჯობესებს უკან ხილვადობას.
BENBEN- ის ინტერიერი ცალკე აღნიშვნის ღირსია, მისი დიზაინი ძალზედ თანამედროვეა და ცენტრალური კონსოლის და წინა პანელის შეხამება მულტიფუნქციურ საჭესთან და ციფრულ ხელსაწყოთა დაფასთან ქმნის ძალზედ მიმზიველ არქიტექტურას, რაშიც აგრეთვე ხელს უწყობს აღნიშნული დეტალების დასამზადებლად გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალები.
რაც შეეხება კომპლექტაციას: სტანდარტულად აღჭურვილია მძღოლისა და გვერდით მგზავრის უსაფრთხოების ბალიშებით, ABS, BA и EBD სისტემებით, კონდიციონერით, გარე სარკეების ელექტრო მართვით, ცენტრალური საკეტით,აუდიოსისტემით ოთხი დინამიკით, ოთხივე შუშის ელექტრო მართვით. დამატებით შესაძლებელია აღიჭურვოს წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, საბარგულის კარის შუშისმწმენდით, სარკეების გამათბობლით, პარკტრონიკით, ფერადეკრანიანი სენსორული 7 დუიმიანი მულტიმედიური სისტემით მიერთებული უკანა ხედვის კამერით, ხოლო ავტომატური კოლოფის შემთხვევაში საჭის ქვედა მართვის ღილაკებით.
BENBEN აღჭურვილია ორი ძრავით
1. 1,2 ლიტრი მოცულობის 80 ც.ძ. მუშაობს მხოლოდ 5 სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან საწვავის საშუალო ხარჟით 4,6 ლიტრი 100 კმ-ზე და
2. 1,4 ლიტრი მოცულობის 100 ც.ძ. რომელიც მუშაობს როგორც 5 საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან, ასევე ავტომატურ კოლოფთან, რომლის საწვავის საშუალო ხარჯია 5,3 ლიტრი 100 კმ-ზე.